GD Banner
საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სამგორის რაიონში, ლილოს წყალმომარაგების რეზერვუარზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. გადაუდებელი ტექნიკური სამუშაოები დღეს, 13 ოქტომბერს, 10:00 საათზე დაიწყება და 24 საათიან ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს დილის 10:00 საათიდან 14 ოქტომბრის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში – ლილოს დასახლების I, II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N1-8 და IV-V კვარტლებს, სტურუას, აფხაზავას, ნამორაძის, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), მეკოკიშვილის, კუპრაძის, ხვედელიანის, იგოთის, გრიგორაშვილის, ბარდაველის, დავითაშვილის, შანშიაშვილის, თვალჭრელიძის, რუსთაველის, დავითაშვილის, ახვედელიანისა და მიმდებარე ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის ნაწილს, სოფელ დიდ ლილოს.

ორხევის, თეთრიხევის, აეროპორტის, ქვემო ალექსეევკას, ვარკეთილის მეურნეობის, სადგური ლილოს, ლოჭინოს მიმდებარე დასახლებებს. სოფელ გამარჯვების ნაწილს, წინუბანს, ნასაგურს და ვაზიანის სამხედრო დასახლებას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა