ჩინეთის დედაქალაქ პეკინში თავს დაესხნენ ისრაელის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც თავდასხმის მომენტში საელჩოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და ქუჩაში გადაადგილდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დიპლომატი დიპლომატი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.
როგორც გამოცემა Times of Israel აღნიშნავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ, ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო.
Facebook Comments Box