GD Banner
საზოგადოება

ნინო ლომჯარია სახაროვის პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა

საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველი და სამოქალაქო მოძრაობა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელი ნინო ლომჯარია სახაროვის პრემიის შორტ-ლისტში ვერ მოხვდა. ლომჯარია პრემიაზე ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის მიერ იყო წარდგენილი.

ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ცოტა ხნის წინ გამოაცხადა ვინ გააგრძელებს ბრძოლას პრემიისთვის. დახურული კენჭისყრით დადგინდა, რომ ჯილდოსთვის იბრძოლებენ:

მაჰსა ამინი და ირანელი ქალები;

ვილმა ნუნიეს დე ესკორსია და მონსენიორ როლანდო ხოსე ალვარეს ლაგოსი ნიკარაგუადან;

ჯასტინა ვიდრჟინსკა, მორენა ერერა და კოლინ მაკნიკოლსი, რომლებიც უსაფრთხო და ლეგალური აბორტებისთვის იბრძვიან.

გამარჯვებული 19 ოქტომბერს დასახელდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა