GD Banner
უცხოური მედია

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ ვნახეთ ცხოველები, ბარბაროსები. ვნახეთ სასტიკი მტერი, რომელიც ISIS-ზე უარესია

ჰამასის ყველა წევრი მოკვდება- ამის შესახებ პირობას დებს ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ. 

მისი თქმით, პალესტინურმა დაჯგუფებამ ჩაიდინა გამაოგნებელი სიბოროტე, რომელმაც ქვეყნის მცხოვრებლებს უდიდესი ტკივილი მიაყენა. მისივე თქმით, ისრაელში, თითქმის, ყველას ჰყავს ნაცნობი ოჯახი, რომელში ვიღაც დაიღუპა.

„ჩვენ ვნახეთ ცხოველები, ბარბაროსები. ვნახეთ სასტიკი მტერი, რომელიც ISIS-ზე უარესია. ვნახეთ გაკოჭილი გოგოები და ბიჭები – დახვრეტილები. კაცები და ქალები – ცოცხლად დამწვარი. ახალგაზრდა ქალებს აუპატიურებდნენ და კლავდნენ. ჯარისკაცებს თავებს ჭრიდნენ“,-განაცხადა პრემიერმა. 

ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელი იბრძოდა და იბრძოლებს მთელი ძალებით, ყველა ფრონტზე, ყველა წევრი ჰამასიდან მოკვდება.

„არის ჟამი მშვიდობის და არის ჟამი ომის. ახლა ომის ჟამია. ჩვენ აღვგვით პირისაგან მიწისა ჰამასს, რომელიც ღაზას ISIS-ია. ის შეწყვეტს არსებობას“,-განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,296 ნახვა