GD Banner
საზოგადოება

14 წლის გოგოს დედამ იცოდა, რომ არასრულწლოვანს არ სურდა გათხოვება, ის იყო ნიშნობის ორგანიზატორი – პროკურორი

„დედა იყო ნიშნობის ორგანიზატორი“, – ამის შესახებ ქვემო ქართლის საოლქო პროკურორმა ხატია გოგრიჭიანმა საგარეჯოში მოკლული 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეზე საუბრისას განაცხადა. 

პროკურორის თქმით, დედის გეგმის საფუძველზე მოხდა გოგონას თანაცხოვრება 30 წლამდე კაცთან.

„დედამ იცოდა, რომ არასრულწლოვანს არ სურდა გათხოვება. 14 წლის გოგოს დედა ფაქტობრივად იყო,  დანაშაულის და ნიშნობის ორგანიზატორი. ყველა მტკიცებულება ადასტურებს, დედის განზრახვას, სურვილს არასრულწლოვანი ბავშვი ყოფილიყო გათხოვილი მასზე ასაკით უფროს კაცზე. გოგონას მამა არ იმყოფებოდა საქართველოში“, – აცხადებს ხატია გოგრიჭიანი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე, მოკლულის დედას და ბიძას ბრალდება წარუდგინა

არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,ე’’ ,,თ’’ და ,,კ’’ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ, ჩადენილი გენდერის ნიშნით), 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება) და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-იდან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა