ღაზას სექტორში ისრაელის იერიშის შედეგად, წითელი ჯვრისა და გაერო-ს 15 თანამშრომელი დაიღუპა. ინფორმაციას CNN ავრცელებს.
დაღუპულთა შორის არიან : 5 მასწავლებელი, ინჟინერი, ფსიქოლოგი, გინეკოლოგი, ასევე სამი დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას ადასტურებს გაერო-ს ახლო აღმოსავლეთის სააგენტოს წარმომადგენელი ჯენიფერ ოსტინი. მისი თქმით, რამდენიმე თანამშრომელი საკუთარ სახლში, ოჯახთან ერთად დაიღუპა.
ორგანიზაციამ შეამცირა ღაზას სექტორში სამუშაოები და დაკეტა 14 ცენტრი, საიდანაც პროდუქტი რიგდებოდა.
სასწრაფო დახმარების მანქანები, რომელშიც წითელი ნახევარმთვარის პარამედიკოსები იმყოფებოდნენ, დაბომბვაში მოჰყვა და შიგ მსხდომი ყველა ადამიანი დაიღუპა.
ისრაელის ტერიტორიაზე ასევე დაიღუპა სასწრაფო დახმარების მძღოლი.
Facebook Comments Box