GD Banner
პოსტები სოციალური ქსელიდან

„მოგვდევდნენ, ჩემს უკან კაცს ტყვია მოხვდა… რაღაც მომენტში, ჩემს შვილს ვიდეო ჩავუწერე, დავემშვიდობე“ – ფესტივალზე მყოფი ქართველი „ჰამასის“ თავდასხმის დეტალებზე

ისრაელში მყოფი ია ნალბანდიშვილი 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეტევისას ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში, ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე იმყოფებოდა, სადაც ბოლო ცნობებით 260 ადამიანის გვამი იპოვეს, ფესტივალის მონაწილეების ნაწილი კი ტყვედ აიყვანეს. როგორც ია ნალბანდიშვილი იხსენებს, ორ ქართველ მეგობართან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში ირბინა, მანამ უსაფრთხო ტერიტორიაზე ისრაელის შეიარაღებული ძალები არ დახვდნენ.  

„სამი მეგობარი წავედით მანქანით, როდესაც „ლოკაცია“ გამოგვიგზავნეს, გვიჩვენა ღაზას საზღვართან ძალიან ახლოს და მივწერე ორგანიზატორებს, ვერ ვიგებდით, ეს ღაზაში იყო თუ ისრაელის ტერიტორიას ეკუთვნოდა. ორგანიზატორებმა გვითხრეს, არ ინერვიულოთ, ეს ისრაელის ტერიტორიაა და გვიცავს მილიცია, არმია, ასე რომ არ გაქვთ სანერვიულო არაფერიო, დაგვამშვიდეს. თავიდან ორი ბომბი გაისროლეს, შიგნით ვინც ცეკვავდა, ვერ გაიგებდნენ, ჩვენ გარეთ ვიყავით გამოსული, ძალიან ციოდა და ჩაის ვსვამდით. რადგანაც გარეთ ვიყავით, რომ მოვტრიალდით მილიციელების რეაქციები დავინახეთ, იქნებოდა 50-მდე მილიციელი, იარაღი ჰქონდათ, სასწრაფო იყო, მაგრამ ეს ყველაფერი არ იყო გათვლილი. ფესტივალი კი არა, ისრაელი არ იყო მზად ასეთი რამისთვის. 

ეს პირველი ორი ბომბი რომ გამოუშვეს, ჩემი თვალით რომ ვუყურებდი როგორც მოფრინავდა ჩემკენ რაკეტა და საერთოდ რომ ვერ იგებ რა ხდება. თან ამ დროს თენდებოდა და სისხლისფრად გათენდა ყველაფერი. ისრაელის თავდაცვის გუმბათმა გადაგვარჩინა. მან დაიწყო იმწუთას განეიტრალება. ვიდეოები რაც მოვასწარი, რაღაც მომენტებში შევძელი გადაღება, მაგრამ როცა ძალიან დაძაბულობა იყო, არავის ეცალა ამისთვის, მაგ დროს გადარჩენაზე ვფიქრობდით. როცა დაიწყო დაბომბვა, შეიქმნა პანიკა, მუსიკა გამოირთო, არ ვიცოდით, ვინ სად გარბოდა. თავიდან ტერორისტები არ იყვნენ. ყველას ეგონა მარტო საავიაციო დაბომბვა. ჩვენ ნახევარი საათი ვიმალებოდით მილში, ველოდებოდით, რომ ცოტა ხანში გაჩერდებოდნენ. ჩვენ უბრალოდ ბომბებს ვემალებოდით და როდესაც ქართველ-ებრაელ მეგობარს დავურეკეთ, ხუთ წუთში კი გადმოგვირეკეს და გვითხრეს, ძალიან ცუდ ადგილზე ხართ, ტერორისტებიც არიან შემოსული პარაშუტებით, ხმელეთით და სასწრაფოდ, საიდანაც შეგიძლიათ გაიქეცითო. მაგ დროიდან ატყდა ავტომატების და თოფების ხმა. იყო კივილი, წივილი. მანქანები უკვე ჩაიხერგა, პანიკა რომ დაიწყო, დავტოვეთ მანქანები, გამოვიქეცით ფეხით, ცოტა ხანი დავიმალეთ, იქაც სროლის ხმა იყო. ბოლოს უკვე, ტერორისტები ხალხს ხოცავენ-მეთქი რომ ვიძახდი, მაგ დროს დაიწყო, რაც დაიწყო. მანამდე არაფერი არ იყო. მერე უკვე აღარ გადაგვიღია არაფერი, იმიტომ რომ გავრბოდით.

როცა განუწყვეტელი სროლის ხმა გავიგეთ და ჩვენმა ამხანაგმაც გვითხრა, ტერორისტები არიანო, პირდაპირ რომ მოგვდევდნენ და ნადირობა გამოცხადდა ხალხზე, ჰაერიდან და მიწიდან, მაგ დროს უკვე იყო სერიოზული პანიკა ატყდა. როგორ გავრბოდით, სად გავრბოდით, არც ვიცოდით, რა მხარეს უნდა გავქცეულიყავით, იქ იყო უდაბნო, ტყეც არ იყო, თავი რომ შეგვეფარებინა. უკვე ვიქცეოდი, წავიქეცი რამდენჯერმე და თხრილში რომ ჩავვარდი, დავწექი, აღარ ავდგები მეთქი, რომ ეფიქრათ, ვითომ მკვდარი ვიყავი. ვიღაცამ წამავლო ხელი და ამაყენა, გაჩერების დრო არ არისო. ერთმანეთს ვეხმარებოდით ყველანი, სამი მეგობარი ერთმანეთს მივათრევდით ძალით, მადლობა ღმერთს, გადავრჩით. ტყვიებმა ისე ახლოს ჩაგვიარა, მიწაში ეცემოდა. უკან ვერ მოიხედავდი, რომ დაგენახა, რა ხდებოდა, არ გვქონდა ამდენი დრო, მაგრამ როცა წავიქეცი, ერთი წამით მოვახერხე გახედვა და მაგ დროს დავარდა ჩემს უკან კაცი, ტყვია მოხვდა, მანამდე ჩემს ზურგს უკან რა ხდებოდა, ღმერთმა უწყის. აღარც სუნთქვა შეგვეძლო, საათ-ნახევარი აგონიაში ვიყავი, ალბათ, ბევრი ხალხი დარჩა, ვინც ვერ შეძლო გამოქცევა. ვიქნებოდით ათასი კაცი, ვინც ასე მოვრბოდით. სულ ბოლოში უკვე სამშვიდობოს სადაც გადავედით, უკვე ხუთას კაცამდე ვიყავით. რაღაც მომენტში, რომ გავჩერდით, ჩემს შვილს ვიდეო ჩავუწერე, დავემშვიდობე“, – იხსენებს ფესტივალის მონაწილე tv

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა