GD Banner
უცხოური მედია

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა – „არ არის დრო თეორიული დისკუსიებისთვის“

ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარი თქვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო მინისტრების შეხვედრაში მონაწილეობაზე. ამის შესახებ ინფორმაციას The Times of Israel ავრცელებს.

ისრაელის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ევროკავშირის საგარეო მინისტერიალზე ევროპის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა მიიწვია.

„როდესაც ჩვენ დაღუპულებს ვკრძალავთ და ვებრძვით კრიმინალ ტერორისტებს, როდესაც მსოფლიო ისრაელს ცალსახა მხარდაჭერას უცხადებს, არ არის ადგილი ბალანსისა და თეორიული დისკუსიებისთვის. მხოლოდ შემართული და უკომპრომისო ომი პალესტინური ტერორიზმის წინააღმდეგ“, – განაცხადეს ისრაელის საგარეო უწყებაში.

ისრაელის მედიის ცნობით, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ტელეფონით გააგრძელებს საუბარს ევროპელ მინისტრებთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა