ორი ნოტარიუსი და ნოტარიუსის თანაშემწე დააკავეს სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლებაში დახმარების ფაქტზე.
პროკურატურის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მათ ბინების დაგირავების საკითხზე დახმარება გაუწიეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, რომლებიც დაზარალებულებს მაკლერებად ეცნობოდნენ და ბინების დაგირავებას სთავაზობდნენ და ხელშეკრულებებს ბრალდებულებთან ნოტარიულად ამოწმებდნენ. ნოტარიუსების დახმარებით, 94 დაზარალებულის კუთვნილ დიდი ოდენობით, 2 მილიონ 686 700 ლარს მოტყუებით დაეუფლნენ. გამოძიება გრძელდება.
Facebook Comments Box