GD Banner
უცხოური მედია

ბელგიის თავდაცვის მინისტრის თქმით, ბრიუსელი უკრაინას F 16-ებს 2025 წელს გადასცემს

ბელგიის თავდაცვის მინისტრის, ლუდივინ დედონდერის თქმით, ბელგია უკრაინისთვის F16-ების გადაცემას 2025 წლიდან დაიწყებს. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

არსებული ინფორმაციით, დედონდერს არ დაუკონკრეტებია რამდენ საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს ბელგიისგან უკრაინა. მას ასევე დასძინა, რომ ბელგია უკრაინელი მფრინავების მომზადებას განაგრძობს.

უკრაინული მედიის ცნობით, ბელგიის საჰაერო ძალებს 45 F 16 აქვს, რომლებსაც ექსპლუატაციის ვადა მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში გაუვათ. მომავალი წლიდან მათ ჩასანაცვლებლად ქვეყანა ყოველწლიურად 4-5 F 35-ს მიიღებს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა