GD Banner
პოლიტიკა

ფინეთის სამაუწყებლო კომპანია: ძვირადღირებული მანქანების კონტრაბანდისტები რუსეთის სანქციებს ფინეთის გავლით არღვევენ

კონტრაბანდისტებს ძვირადღირებული მანქანები რუსეთში ფინეთის საზღვრის გავლით, ყალბი საბუთების გამოყენებით გადააქვთ და სანქციებს არღვევენ. ამის შესახებ ქვეყნის სამაუწყებლო კომპანია (Yleisradio) წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გამოძიება Yleisradio-ს შვედურენოვანი დეპარტამენტის ჟურნალისტებმა ჩაატარეს. მათ მიიღეს ინფორმაცია, რომ საზღვარს რამდენიმე მანქანა გადაკვეთდა და ავტომობილებზე (BMW X3 და Lexus RX350) გეოლოკაციის ტრეკერების მიმაგრება შეძლეს, როდესაც ისინი საბაჟო კონტროლს გადიოდნენ. გაირკვა, რომ მანქანები ციმბირში, ქალაქ ტომსკში აღმოჩნდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების აშკარა დარღვევაა.

„შეუძლებელია ყველა ტვირთის შემოწმება, მანქანების მოძრაობა და ვაჭრობა გაჩერდება“, – განუცხადა ჟურნალისტებს ფინეთის საბაჟოს წარმომადგენელმა სამი რაქშითმა. მისი თქმით, დოკუმენტაციის მიხედვით Yleisradio-ს მიერ აღმოჩენილი მანქანები რუსეთის გავლით ყაზახეთში გადაჰყავდათ, რაც დაშვებულია, თუმცა, მანქანების რუსეთში დატოვება უკვე არალეგალური იქნებოდა. მისივე თქმით, სატვირთოს მძღლოს ასევე ჰქონდა საბუთების მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ტვირთი რუსეთისთვის იყო განკუთვნილი.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა ვალტონენმა განაცხადა, რომ სანქციებისთვის თავის არიდების საკითხი უნდა მოგვარდეს. „ეს შეუძლებელი უნდა გახდეს. ყველამ უნდა ავიღოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გავაძლიეროთ ძალისხმევა და სანქციების დარღვევის პრევენცია განვახორციელოთ“, – აღნიშნა მან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა