GD Banner
უცხოური მედია

Reuters – ჰამასი ისრაელზე თავდასხმას ორი წლის განმავლობაში ფარულად გეგმავდა, თუმცა ირწმუნებოდა, რომ კონფრონტაცია არ სურდა

იმ დროს, როდესაც ისრაელს არწმუნებდნენ, რომ ღაზას მოსახლეობისთვის მაღალანაზღაურებადი სამუშაოსა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფით, პალესტინის ისლამურ მოძრაობა „ჰამასს“ აკავებდა, ამასობაში, დაჯგუფების მეომრები საბრძოლო სწავლებებს გადიოდნენ. ხშირად ეს ხდებოდა ყველას თვალწინ,- ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ჰამასთან დაახლოებულ, ასევე ისრაელის უსაფრთხოების ორგანოებში არსებულ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

„ჰამასმა უპრეცედენტო სადაზვერვო ტაქტიკა გამოიყენა. მან ისრაელი შეცდომაში შეიყვანა და ბოლო თვეების განმავლობაში შექმნა შთაბეჭდილება, რომ არ აპირებს ისრაელთან კონფრონტაციას, თუმცა ამასობაში, მასშტაბური ოპერაცია მოამზადა“,- წერს როიტერი.

სააგენტოს წყაროს ინფორმაციით, ჰამასის გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ინფორმაციის გაჟონვის აღკვეთა. დაჯგუფების ბევრმა წევრმა არ იცოდა, რა კონკრეტული მიზანი ჰქონდა სამხედრო სწავლებებს.

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურში არსებული წყარო სააგენტოსთან აცხადებს, რომ ჰამასმა ისრაელის დაზვერვა მოატყუა.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ რადგან ისინი ჩამოდიან ჩვენთან, მუშაობენ და სახლებში ფულით ბრუნდებიან, ქმნიდა გარკვეულ სიმშვიდეს. ჩვენ შევცდით“,-აცხადებს ისრაელის არმიის წარმომადგენელი. 

შაბათს, 7 ოქტომბერს პალესტინის ისლამურმა მოძრაობა ჰამასმა ისრაელის წინააღმდეგ საომარი ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,905 ნახვა