GD Banner
უცხოური მედია

ალექსეი არესტოვიჩი: კორუფციის ასეთი დონე უკრაინის ისტორიაში ალბათ არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები ჯერ არ გამოქვეყნებულა, იყო მხოლოდ მინიშნებები. მაგრამ ეს პუბლიკაციები აუცილებლად გაჩნდება

ალექსეი არესტოვიჩის თქმით, უკრაინაში კორუფციის აქამდე არნახული დონეა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილმა მრჩეველმა, დმიტრი გორდონთან ინტერვიუში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ეს გავლენას იქონიებს კიევისა და ვაშინგტონის ურთიერთობებზე, კერძოდ, ამერიკიდან მიღებულ ფინანსურ დახმარებაზე, რასაც ის აშშ-ში შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირებს.

„გადახედეთ დასავლურ პრესაში პუბლიკაციებსა და განცხადებებს: „კორუფცია, კორუფცია, კორუფცია, კორუფცია“. თუ ჩვენებს ჰგონიათ, რომ დასავლეთში არაფერი იციან, ეს დიდი შეცდომაა. მათ ყველაფერი იციან. და, რა თქმა უნდა, იმ ქურდობის ბაკქანალიაზეც, რომელიც ჩვენთან მიდის. კორუფციის ასეთი დონე უკრაინის ისტორიაში ალბათ არასოდეს ყოფილა. განსაკუთრებით, როდესაც ამერიკულ ფულს იპარავენ. „თქვენ გვიყვებით გადარჩენისთვის ბრძოლაზე, ჩვენ გაძლევთ ფულს, თქვენ კი მას იპარავთ“ – რა რეაქცია უნდა ჰქონდეთ ამაზე ამერიკელებს? ისინი რეფორმების სიებს გვიგზავნიან, რომლებმაც სიტუაცია უნდა შეცვალონ, პირდაპირ გვეუბნებიან – პირდაპირ კავშირს ვაყენებთ თქვენს ანტიკორუფციულ ქმედებებსა და უკრაინის დახმარებას შორის და ა.შ.

ამერიკაში არჩევნებთან დაკავშირებული შიდაპოლიტიკური ბრძოლა მიდის – მათ კი პრაქტიკულად იდეოლოგიური სამოქალაქო ომი აქვთ, იმიტომ, რომ ერთმანეთი სძულთ და უკრაინა ერთ-ერთია 3 მთავარი თემიდან. არის ხალხი, რომლებსაც პრეზიდენტ ბაიდენის იმპიჩმენტი სურთ. მათ ასეთი არგუმენტი აქვთ – პარალელს ავლებენ ავღანეთსა და უკრაინას შორის და ამბობენ: სახსრების არაეფექტიანმა ხარჯვამ ავღანეთში, როდესაც ქვეყნის მთავრობა იპარავდა ფულს და ქვეყნის რეფორმირების უნარი არ ჰქონდათ, ის გამოიწვია, რომ უზარმაზარი თანხა დავხარჯეთ და შემდეგ განვახორციელეთ ევაკუაცია. შეხედეთ უკრაინას. იგივე ისტორია მეორდება – იპარავენ უამრავ თანხას და არაეფექტიანად ხარჯავენ. გვაჩვენეთ ამ თქვენი კონტრშეტევის შედეგები, რომელსაც ასე დიდხანს ვამზადებდით“.

ასევე, არსებობს „ბურისმა“, ჰანტერ ბაიდენისა და მისი ოჯახის კავშირი და ეს ხალხი ამ ორ პოლემიკურ ხაზს ერთ ნარატივში, არგუმენტაციის ერთ ხაზში აერთიანებს. ამ ყველაფერს ძალიან დიდი რეაგირება აქვს. კორუფციის შესახებ სერიოზული პუბლიკაციები ჯერ არ ყოფილა, იყო მხოლოდ მინიშნებები. მაგრამ ეს პუბლიკაციები აუცილებლად გაჩნდება. ეს ამერიკული შიდაპოლიტიკური ბრძოლის მეთოდია, ამ პუბლიკაციებს შემოაგდებენ, გვარების დასახელებით. მაშინ ჩნდება კითხვა – ამის შემდეგ როგორ დავამტკიცებთ, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის, რომ ეფექტიანად ვებრძვით კორუფციას, რომ ჩვენი დახმარების გაგრძელებაა საჭირო“, – აცხადებს არესტოვიჩი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა