ლიბანის სამხედრო დაჯგუფება „ჰეზბოლა“ აცხადებს, რომ ათობით რაკეტა და ჭურვი გაუშვა ისრაელის 3 პოზიციის მიმართულებით ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მათივე განცხადებით, მხარს უჭერენ ჰამასის თავდასხმას ისრაელზე.
„ჰეზბოლას“ შეტევის შედეგად დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ისრაელის თავდაცვის უწყების განცხადებით, თავდამსხმელებმა პასუხად მიიღეს შეტევა საარტილერიო და უპოლოტო საფრენი აპარატებით . ლიბანში დაღუპულთა შესახებ ცნობები ჯერჯერობით არ არის.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ჰეზბოლამ განაცხადა, რომ მზადაა, შეუტიოს ისრაელს, თუ ის ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციას დაიწყებს.
Facebook Comments Box