GD Banner
პოლიტიკა

“საქართველოს ევროინტეგრაციის საბოტაჟი და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა” – რატი იონათამიშვილი “ეურაქტივში” გამოქვეყნებულ სტატიას აფასებს

პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა -, ასე შეაფასა “ქართული ოცნების” დეპუტატმა, რატი იონათამიშვილმა “ეურაქტივში” გამოქვეყნებული სტატია “საქართველოს რეფორმების ასოციაციის” დამფუძნებლის, სერგი კაპანაძის ავტორობით, სადაც სერგი კაპანაძე საუბრობს 10 პირობაზე, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის მიდგომა უნდა დაეყრდნოს.

იონათამიშვილი მიიჩნევს, რომ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება დეპოლარიზაციის კონტექსტში “დაკავებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარების შესახებ” ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს.

“ნებისმიერი საკითხის დაყენება დღის წესრიგში, რომელიც არ არის 12 რეკომენდაციის და ასოცირების დღის წესრიგის ნაწილი, არის პირდაპირი საბოტაჟი საქართველოს ევროინტეგრაციის და ჩვენი ქვეყნის ინტერესების მტრობა. მითუმეტეს, ისეთი საკითხების, რომელიც ეწინააღმდეგება სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპს, როგორიცაა, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საკითხი, მაგრამ ჩვენ ეს არ გვიკვირს ისეთი ორგანიზაციებისგან, რომელიც სინამდვილეში არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი და აქედანაც ჩანს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არ აქვს იმის ინტერესი, რომ ჩვენმა ქვეყანამ გადადგას წინ ნაბიჯები ევროინტეგრაციის გზაზე, ისინი ამ პროცესს უშლიან ხელს, მაგრამ სინამდვილეში, ისინი მხოლოდ საკუთარ ფიასკოს განიცდიან,”-განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა