GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე: სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება – ყველამ უნდა გვაცადოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა

მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ევროკავშირის მოქმედ ელჩს ყველაფრის გამო, თუმცა, მინდა ერთი რამ აღვნიშნო: თუ აქვს მას რესურსი, მაშინ ააღებინოს ხელი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, – ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადება იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა აძლიერებს დეპოლარიზაციას.

კობახიძის განმარტებით, საქართველოში სამართლის უზენაესობის დაცვაზე პასუხისმგებლობა შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოებს ენიჭება. შესაბამისად, მისივე თქმით, თუ ელჩს არ აქვს რესურსი, ზურაბიშვილს კონსტიტუციის დარღვევაზე უარი ათქმევინოს, ხელისუფლებას უნდა მიეცეს ამის შესაძლებლობა.

„მე მგონია, რომ მას [პაველ ჰერჩინსკის] არ აქვს ამის რესურსი, ასეთ პირობებში, ყველამ უნდა გვაცადოს, რომ ჩვენ დავიცვათ სამართლის უზენაესობა. თუ ევროკავშირის ელჩს არ აქვს იმის რესურსი და რა თქმა უნდა, შეიძლება არ ჰქონდეს ეს რესურსი, რომ მან ააღებინოს სალომე ზურაბიშვილს ხელი კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვქონდეს საშუალება, სათანადო სამართლებრივი ინსტრუმენტებით ავაღებინოთ ხელი სალომე ზურაბიშვილს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე, იმიტომ, რომ სამართლის უზენაესობის დაცვაზე საქართველოში პასუხისმგებელია არა რომელიმე ელჩი, არამედ საქართველოს ხელისუფლება და შესაბამისი კონსტიტუციური ორგანოები.“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა