GD Banner
პოლიტიკა

ილჰამ ალიევი – ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად, მოსახლეობის კეთილდღეობა იზრდება, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად არის უზრუნველყოფილი და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებების დროს აღნიშნა.

„საქართველოში ხშირად ჩამოვდივარ და ყოველ ჯერზე ახალ ადგილს აღმოვაჩენ ხოლმე, ყოველ ჯერზე ეს ახალი ადგილი აღფრთოვანებას იწვევს ჩემში. არა მარტო ბუნებაზე და  სილამაზეზე მაქვს საუბარი, არამედ წინსვლაზე და პროგრესზე, დიდი ენთუზიაზმია და დიდი სიამოვნებით ვხედავ ამ წინსვლას. პრემიერ-მინისტრის ლიდერობით საქართველო ვითარდება თავდაჯერებულად, სოციალურ-ეკონომიკური განვითარება აბსოლუტურად არის უზრუნველყოფილი და ეს არის ქვეყნის მოსახლეობის სტაბილურობის გარანტია. ხალხის ნდობა მთავრობის მიმართ არის ამის მასაზრდოებელი წყარო. მთავრობის ნათელი ხედვა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ქვეყანაში ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდეს. ეს ჩვენ შესაძლებლობას გვაძლევს, განვავითაროთ ეკონომიკა, ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე, კეთილდღეობა მოსახლეობისა, რომელიც იზრდება.

მე, როგორც საქართველოს მეგობარს, მთელი გულით მიხარია და ვულოცავ ბატონ პრემიერს ყველა ამ მიღწევას. ჩვენ, ყველანი, ვართ საქართველოს ძმები. მადლობას გიხდით ამ კეთილი მასპინძლობისთვის და გიწვევთ აზერბაიჯანში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა