GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება

ჩვენი სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა