„რა გავიგეთ ახლა? სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღში სეირნობდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ახლოსაა – ასე ეხმიანება დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შესახებ ტვ „პირველის“ სიუჟეტს.
მისი თქმით, კონსპიროლოგიით შეპყრობილი ჩვენი ფეისბუქსაზოგადოების და პოლიტსაზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს მთელი დღეა ახალი სალაპარაკო მიეცა.
„რა გავიგეთ ახლა? სალომე ზურაბიშვილი ბოტანიკურ ბაღში სეირნობდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან ახლოსაა. ამ დროს ბიძინა ივანიშვილი იმყოფება (ანუ ცხოვრობს) აბასთუმნის რეზიდენციაში, მაგრამ დაავიწყდა მისი ერთ-ერთი საყვარელი ძაღლის თან წაყვანა. სად იყო და სად არა, ეს ძაღლი ბოტანიკური ბაღის საფეხმავლო გზაზე გადაეყარა სალომე ზურაბიშვილის ძაღლს, რომელსაც ქალბატონი პრეზიდენტი ასეირნებდა და ცხოველები ერთმანეთს გამოესაუბრნენ. მთელ ფეისბუკსაზოგადოებას და პოლიტსაზოგადოებას გაუჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ძაღლები ერთმანეთს მათი პატრონების აზრებს უზიარებდნენ. კონსპიროლოგიით შეპყრობილი ჩვენი ფეისბუკსაზოგადოების და პოლიტსაზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილს მთელი დღეა ახალი სალაპარაკო მიეცა. როცა ტელესიუჟეტიდან მიხვდებიან, რომ ძაღლები პოლიტიკაზე კი არა, არამედ მხოლოს ბოტანიკური ბაღის სილამაზეებზე საუბრობენ, თუ შერცხვებათ ნეტავ?“ – წერს რომან გოცირიძე Facebook-ზე.