GD Banner
საზოგადოება

დიდ დიღომმა დაარსებიდან 36 წელი აღნიშნა

ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით და საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, დიდი დიღმის 36 წლის იუბილე აღინიშნა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, საიუბილეო ღონისძიება, რომელიც სამ ლოკაციაზე ჩატარდა საბავშვო გასართობ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავდა.

ღონისძიების ფარგლებში, საბურთალოს რაიონის საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელების, სკოლის მოსწავლეების და საბავშვო სტუდიების მონაწილეობით კონცერტი ჩატარდა. წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მოსახლეობის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, მათ შორის საპნის ბუშტების და ქიმიური ექსპერიმენტების შოუ.

სკვერებში მოეწყო სპეციალური კუთხეები, სადაც მათ ხატვა და ძერწვა შეეძლოთ, ასევე, მოეწყო ფოტო ზონა, მეზღაპრის კუთხე, წყალზე ხატვა და გასაბერი საბავშვო ატრაქციონები.

გაიმართა თოჯინების თეატრის სპექტაკლებიც. სტუმრების განწყობაზე ზღაპრების გმირები და ანიმატორები ზრუნავდნენ.

საღამო მუსიკალური პროგრამით გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც, მაყურებლის წინაშე წარდგნენ პოპულარული ქართული ჯგუფები და მომღერლები. დიდი დიღმის საიუბილეო ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდა.

ღონისძიებას საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე დაესწრნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა