GD Banner
პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით სარგებლობის უფლება ენიჭება.

ამას რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტს განსახილველად 9 ოქტომბერს წარედგინება.

პარლამენტის მოქმედი რეგლამენტი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების წარდგენისა და სიტყვით გამოსვლის ასეთ პროცედურას ადგენს: -პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით მხოლოდ ფრაქციათა თავმჯდომარეები გამოდიან.

დაგეგმილი ცვლილებების პროექტით, ფრაქციათა თავმჯდომარეების გამოსვლის დასრულების შემდეგ, ტრიბუნას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დაიკავებს. პარლამენტი პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღეს ისმენს.

რეგლამენტში ასევე კეთდება ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თარიღის ცვლილება შესაძლებელია პარლამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერთან დაკავშირებით რეგლამენტში ცვლილება რამდენიმე თვის წინაც განხორციელდა, რომლის მიხედვით, უმრავლესობის ლიდერი უზრუნველყოფილია იმავე შრომის ანაზღაურებითა და სამუშაო პირობებით (სამუშაო ფართობი, სამდივნო, სამსახურებრივი ავტომობილი, კავშირგაბმულობის საშუალებები და სხვა ტექნიკური საშუალებები), რომლებითაც მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე სარგებლობს.

რეგლამენტის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი საპარლამენტო თანამდებობა არ არის.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა