შალვა პაპუაშვილი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი გზავნილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„გაუმართლებელი, სასტიკი და არაადამიანური აგრესია ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიუღებელია. ქართველი ხალხი მხარს უჭერს მოძმე ისრაელს. ასეთი ძალადობის ადგილი მსოფლიოში არ უნდა იყოს“, – წერს პაპუაშვილი.
Facebook Comments Box