ჟოზეფ ბორელი ისრაელში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. შესაბამისი გზავნილი ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სოციალურ ქსელ X-ში გამოაქვეყნა.
„ჩვენ წუხილით ვაკვირდებით ისრაელიდან მოსულ ამბებს. ჩვენ ცალსახად ვგმობთ „ჰამასის“ თავდასხმებს. ეს საშინელი სისასტიკე დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ევროკავშირი სოლიდარობას უცხადებს ისრაელს ამ რთულ მომენტებში“, – წერს ბორელი.
Facebook Comments Box