GD Banner
საგარეო პოლიტიკა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორიდან მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა სამხედრო რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა. ამასთან, ისრაელმა ღაზას სექტორის მიმართულებით საპასუხო საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყო და „ჰამასი“ გააფრთხილა, რომ მათ ძალიან მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.

გალანტმა თქვა, რომ „ჰამასმა“ სერიოზული შეცდომა დაუშვა დღეს დილით და დაიწყო ომი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ. მისივე განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალები მტრის წინააღმდეგ ყველა ლოკაციაზე იბრძვიან.

პარალელურად, მოწვეულია ისრაელის უშიშროების საბჭოს სხდომაც, ახლა კი პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ თავდაცვის ძალების ხელმძღვანელობას ხვდება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა