„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიის დაშლის შეუქცევადი პროცესი მიმდინარეობს.
დეპუტატის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სექტანტური განშტოებებია.
„რა თმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი სექტანტი მელია იქნება, შემდეგ ვაშაძე და ასე შემდეგ. როგორი მიმართულება არ უნდა მისცენ, ყველა შემთხვევაში „ნაცმოძრაობის“ დაშლა უკვე დასრულების პირასაა და შესაბამისად, კარგი პროცესია იმისთვის, რომ 20024 წლის არჩევნებზე ხალხმა უფრო ნორმალურ პარტიებს დაუჭიროს მხარი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია დღეს საკუთარ გეგმას წარადგენს. ჯერ ისევ უცნობია, მელია რჩება თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში
Facebook Comments Box