GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე-საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული


„თუ ვინმეს არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მათ არ უნდა ჰქონდეთ წარმატება და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ისინი არ იყვნენ წარმატებული იმისათვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კითხვაზე, თუ რას უკავშირდებოდა, რომ თავის დროზე საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი, კობახიძემ აღნიშნა,

„საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი“. მისივე თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც დაიწყო სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა იყო ის, რომ „პრეზიდენტი ცდილობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს“.

„საქართველოში არიან ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. პირველ რიგში ეს არის რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ თავისი პარტიებით. შეგახსენებთ, ეს არის პარტია „ნაცმოძრაობა“, გახარიას პარტია, „ლელო“ , ვაშაძის პარტია, თუ აღარ არის ეს პარტია არ ვიცი, ესენი არიან კონკრეტული მდიდარი ენჯეოები, ესაა სალომე ზურაბიშვილი და ა.შ. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რომელსაც კატეგორიულად არ სურს, საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ისინი შესაბამის კამპანიასაც აწარმოებენ ამისთვის, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი და სწორედ ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მივედით იმპიჩმენტის პროცედურაზე, ეს არის, რომ პრეზიდენტი ცდილობს კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს.

ესაა მისი სულისკვეთება. რა თქმა უნდა, ამ კუთხით სრულად ვიზიარებთ შეშფოთებას, რომელიც შეიძლება გამოითქვას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არიან ძალები, რომლებსაც არ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ძალისხმევა არ იყოს წარმატებული“.-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა