GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე- 11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, მოვახერხეთ მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ

„11 წლის განმავლობაში, უმძიმესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ მოვახერხეთ საქართველოში მშვიდობის შენარჩუნება, ამიტომ, გვაცადეთ და შეინარჩუნეთ ნდობა ხელისუფლების მიმართ, რომ მე-12 წელსაც მოვახერხებთ მშვიდობის შენარჩუნებას“-ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნებაა“ პირველი ხელისუფლება, რომლის მმართველობის პირობებშიც ომი არ ყოფილა. „გვაცადეთ სწორი პოლიტიკის წარმოება. წინა ხელისუფლებამ თავისი „სწორი“ პოლიტიკით მიგვიყვანა ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციამდე და ათას უბედურებამდე. 400 კაცზე მეტი დაიღუპა, 30 ათასი დევნილი და ა.შ. ეს იყო წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგი. ჩვენ 11 წლის მანძილზე მოვახერხეთ ამ ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება და პირველი ხელისუფლება ვართ, რომლის პირობებშიც ომი არ ყოფილა, რუსეთს ტერიტორიული წინსვლა არ ჰქონია. ჩვენ ვართ პირველი ხელისუფლება. კეთილი ინებონ და გვაცადონ“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა