GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: სწორედ ასეთი განცხადებები გვჭირდება კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც ესპანეთში ფორუმზე გაჟღერდა და არა ის, რაც რაც პრეზიდენტის ვიზიტების შემდეგ მოვისმინეთ

მნიშვნელოვანია, რომ ფორუმზე, სადაც 20-ზე მეტი ქვეყნის ლიდერი არის წარმოდგენილი, პრემიერმა აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებისგან, ქვეყნის მეთაურებისგან კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერასთან დაკავშირებით ეს პოზიციები მიიღო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

„სწორედ ეს არის რასაც ვგულისხმობთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მხარდაჭერაში. სწორედ ასეთი განცხადებები გვჭირდება ჩვენ შეხვედრების შემდეგ და არა ისეთი განცხადებები, რომელიც სამწუხაროდ გვქონდა მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ნებართვის გარეშე იმყოფებოდა ვიზიტში და ვნახეთ რომ შედეგი რაც მოგვიტანა იყო ის, რომ ლატვიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთს სანქციები უნდა დავუწესოთ, ევროპაში უფრო მჭიდრო ინტეგრაციისთვის წინაპირობად რუსეთისთვის სანქციების დაწესება დააყენა. ესაა სხვაობა მთავრობას მიდგომასა და პრეზიდენტის მიდგომას შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გრანადაში პრემიერ-მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს მართავს. ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებს საქართველოს პროგრესზე და ქვეყნის ევროპულ მომავალზე ესაუბრება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,808 ნახვა