GD Banner
პოლიტიკა

იაგო ხვიჩია – იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან – ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ

იმპიჩმენტი პარლამენტში დამოკიდებულია იმაზე, „ქოცები“ რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან, ბევრი ფული გადაიხადონ,- ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება სავარაუდოდ, იქნება ისეთი, როგორიც ხელისუფლებას უნდა, ხოლო მათ სურთ პრეზიდენტზე ისაუბრონ, როგორც კონსტიტუციის დამრღვევზე.

„მე მჯერა ჩემი კოლეგების, რომ საჯაროდ არ გადახტებიან [„ქართულ ოცნებაში“] და იმპიჩმენტი არ შედგება. ეს დისკუსია იმხელა დონეზე აიწია, რომ ჩემი ნებისმიერი კოლეგისთვის უხერხული იქნება იაფად „გაყიდვა“, „ქოცები“ კიდევ ძალიან ძვირს არ გადაიხდიან. საკმაოდ რთული იქნება ამხელა ყურადღების და ბულინგის ფონზე 12 დეპუტატი გადახტეს მათკენ, თუმცა, არაფერს გამოვრიცხავ, ეს დამოკიდებულია იმაზე, “ქოცები” რამდენს გადაიხდიან, მაგრამ მე ვუყურე კობახიძის შემაჯამებელ სიტყვას გუშინ სასამართლო პროცესზე და მომეჩვენა, რომ მონდომებული არ არიან ბევრი ფული გადაიხადონ, შეიძლება ასეც ურჩევნიათ საქმის შენარჩუნება”, – განაცხადა ხვიჩიამ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა