GD Banner
უცხოური მედია

მედიის ცნობით, აშშ-მა ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინაში გაგზავნა

პენტაგონმა ირანისთვის ჩამორთმეული იარაღი უკრაინაში გაგზავნა. ინფორმაციას „პოლიტიკო“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, ტრანსფერი, რომელიც ორშაბათს განხორციელდა, მიზნად ისახავს, დაეხმაროს უკრაინელ სამხედროებს ზამთრის დადგომამდე რუსეთისგან თავდაცვის გაძლიერებაში.

როგორც „პოლიტიკო“ წერს, აშშ-მა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინისთვის ფინანსური დახმარება წარმომადგენელთა პალატაში შიდა პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა, რადგან რესპუბლიკელები ეწინააღმდეგებოდნენ დამატებით დახმარებას.

მედიის ინფორმაციით, აშშ-ის საზღვაო ძალებმა უკრაინისთვის გადაცემული საბრძოლო მასალები ირანს იმ დროს ჩამოართვეს, როდესაც ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსიდან იემენის ჰუთებში გადაჰქონდათ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა