GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი – შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი, მიუხედავად ამისა, მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ მათ მოვუგებთ, ხალხი და ქვეყანა გაიმარჯვებს

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) რიგით მესამე სამიტში მონაწილეობს.

პრემიერის თქმით, შიდა და გარე მტრები საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მინდა, ვთქვა, რომ მიუხედავად შიდა და გარე მტრებისა, რომლებიც ეხმარებიან და პირდაპირ საბოტაჟის რეჟიმში არიან გადასულები, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მინდა, გამოვთქვა ჩემი იმედი, რომ ჩვენ ამ შიდა და გარე მტრებს მოვუგებთ, ხალხი გაიმარჯვებს, ჩვენი ქვეყანა გაიმარჯვებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, საქართველო უსწრებს უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან.

„ვფიქრობ, ევროპა აღარ დაუშვებს იმ შეცდომას, რომელიც შარშან დაუშვეს, როცა საქართველო დაჩაგრეს, მოექცნენ უსამართლოდ და ამით რეალურად საქმე გაუკეთეს არა ჩვენს ქვეყანას, არამედ სხვას, რომელიც დაინტერესებული არის უფრო მეტი განსხვავებულობის დემონსტრირებით. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ჩვენს ევროპელ კოლეგებს ყველაფერი ავუხსენით, მათ გაიზიარეს ეს არგუმენტები. ჩემი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ ქვეყანამ მიაღწია ძალიან ხელშესახებ შედეგს ყველა მიმართულებით. ჩვენ წინ ვუსწრებთ უკრაინას, მოლდოვას, ბოსნია-ჰერცეგოვინას, რომლებმაც მიიღეს კანდიდატის სტატუსი შარშან და ჩვენ არ მივიღეთ, სამწუხაროდ. ჩვენ უსამართლობას და ასეთ მჩაგვრელ დამოკიდებულებას არ შევეგუებით, ამაზე ჩვენ გვაქვს ძალიან პრინციპული საუბარი ყველა ჩვენს ევროპელ კოლეგასთან. ვფიქრობ, რომ საღი აზრი, რაციონალურობა, წინდახედულობა და სტრატეგიული აზროვნება გაიმარჯვებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,905 ნახვა