GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე-ლატვიის პრეზიდენტმა, რაც მანამდე არ გაუხმოვანებია, ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ საქართველომ უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ- ეს იყო შედეგი პრეზიდენტის ბოლო შეხვედრებიდან

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა. კითხვაზე, რას აშავებს პრეზიდენტი, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ აინტერესებთ მორალურ-პოლიტიკური მხარე, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგი იყო ის, რომ ერთ-ერთმა პრეზიდენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა.

„კონკრეტულად რა გახსენდებათ ბოლო შეხვედრებიდან შედეგი? ჩვენ კონკრეტული შედეგი გვაქვს: პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მან თქვა, რომ საქართველომ, კი არ შეუერთდეს და კი არ უნდა მიუერთდეს, უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, რომ დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და ეს ზიანი ყველაზე რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10 პროცენტი და ყველაზე ცუდი დათვლით შეიძლება 16-18 პროცენტსაც კი გასცდეს. ეს იყო შედეგი. თუ აინტერესებთ ამის მორალურ-პოლიტიკური მხარე, შედეგი ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ეს წამოიღო: მოგვიწოდა პირდაპირ, რომ რუსეთის წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ, კი არ მივერთებოდით ან გვერდის ავლის საშუალება არ მიგვეცა, რასაც ისედაც ვაკეთებთ, არამედ სანქციები დაგვეწესებინა, რასაც ბევრი სხვა არ აკეთებს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა