GD Banner
პოლიტიკა

თამარ ჩუგოშვილი – პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წელს, საქართველოს საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი, გაეროს გენერალური ასამბლეის დროს, სერგეი ლავროვს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის წარმომდგენლის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, 2019 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა და მასთან მოლაპარაკებები გამართა.

ამის შესახებ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნული ინფორმაციის შესახებ სალომე ზურაბიშვილის შეტყობინება გაახმოვანა.

„პრეზიდენტმა გვთხოვა, გავაზიაროთ, რომ 2019 წლის სექტემბერში საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროში, გენასამბლეის დროს ლავროვს შეხვდა და მოლაპარაკებები გამართა. ეს პრეზიდენტმა გუტერეშისგან გაიგო ოფიციალური შეხვედრის დროს,“ -განაცხადა ჩუგოშვილმა პროცესზე, რომელზეც პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინება იხილება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,028 ნახვა