GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე თამარ ჩუგოშვილს: ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი

ერთი წინადადება ახსენეთ, რომელიც იყო სატელევიზიო ან ლექცია, ეს არის შეურაცხმყოფელი და არ შეიძლება, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის წარმომადგენელ თამარ ჩუგოშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის განხილვის დროს.

კობახიძის პასუხი მოჰყვა ჩუგოშვილის რეპლიკას იმის შესახებ, რომ სამი საათის მანძილზე მმართველი პარტიის თავმჯდომარე ლექციებს კითხულობდა და სატელევიზიო მესიჯებს აჟღერებდა.

„პოლიტიკოსი რომ იყო, კიდევ გეპატიება. არც პოლიტიკოსი ხარ და არც არაფერი. საკონსტიტუციო კომისიის მდივანი იყავი და ერთ სამუშაო შეხვედრას არ დასწრებიხარ. სირცხვილია მართლა, ღირსების ამბავია ეს ყველაფერი.“ – მიმართა ირაკლი კობახიძემ თამარ ჩუგოშვილს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა