GD Banner
პოლიტიკა

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესებს თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ

საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინტერესებს იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი დაიცავენ.

შესაბამის ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტი ავრცელებს.

„ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში – თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

თამარ ჩუგოშვილი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ყოფილი თავმჯდომარე და პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერია, ხოლო მაია კოპალეიშვილი სხვადასხვა წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო. ის ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრიც.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა