GD Banner
პოლიტიკა

The Guardians – მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ მთლიანად დატოვა. ე.წ. რესპუბლიკა იანვრიდან არსებობას შეწყვეტს

მთიანი ყარაბაღი სომხურმა მოსახლეობამ თითქმის მთლიანად დატოვა. გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რეგიონში 120 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ამ დროისათვის კი მთიანი ყარაბაღი 100 500-ზე მეტმა სომეხმა უკვე დატოვა.

გამოცემის ცნობით, რეგიონში ცოტა ხნის წინ გაერო-ს მისია ჩავიდა, რომელიც არსებულ მდგომარეობას დააკვირდება.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ნაზელი ბაგდასარიანის თქმით, პირებს, რომლებმაც ყარაბაღი დატოვეს და ახლა სომხეთში იმყოფებიან, საცხოვრებლის არარსებობის შემთხვევაში სომხეთის ხელისუფლება თავშესაფრით უზრუნველყოფს.

არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შახრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც ე.წ. რესპუბლიკა 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეწყვეტს არსებობას.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა