GD Banner
პოლიტიკა

ვნანობ, რომ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ ჩემს საქართველოში ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა

ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის წერილშია ნათქვამი, რომელიც მის სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ გავრცელდა.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, საქართველოში ჩამოსვლას არ ნანობს, რადგან მის აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა.

„თვითონაც არ ახსოვთ, რაზე მაქვს ბრალი წაყენებული და ხან “მკვლელს” მეძახიან და ხან ათასგვარ უმსგავსობას.

რა თქმა უნდა, ვნანობ, რომ უშუალოდ ომში ვერ ვეხმარები უკრაინას, მაგრამ არ ვნანობ ჩემს საქართველოში ყოფნას იმიტომ, რომ ჩემს აქ ყოფნას აქვს სიმბოლური და პრაქტიკული მნიშვნელობა. სიმბოლურად ეს არის ამ ომის და პრორუსული რეჟიმის უსამართლობის დადასტურება და ჩემი უკან არ დახევის დემონსტრირება.

პრაქტიკულად კი ყველა დაინახავს ჩემს აქტიურ ქმედებებს უახლოეს კვირებში და თვეებში. მე აქ ვარ თითოეული ქართველის დასახმარებლად და მივაღწევ იმას, რომ ცხოვრება მათთვის ბევრად უფრო ადამიანური და ღირსეული გახდეს.

მე ეს გამიკეთებია ადრე და შევძლებ თქვენთან ერთად ახლაც!“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,889 ნახვა