GD Banner
სამართალი

„კანვასის“ წევრების ადვოკატი: საქმე აბსურდულია

ორგანიაზაცია „კანვასის“ წევრი სლობოდან ჯანოვიჩი და სერბეთის რამდენიმე მოქალაქე სუს-ში გამოკითხვისთვის დაიბარეს, სადაც ისინი 6 საათი იმყოფებოდნენ. გამოკითხვის დასრულების შემდეგ სლობოდან ჯანოვიჩმა ჟურნალიტებთან კომენტარი არ გააკეთა. მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ვერაფერს იტყვის, რადგან ამის უფლება სამართლებრივად არ აქვს.

ადვოკატის თქმით, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში გაფრთხილებულია საქმის დეტალების გაუთქმელობაზე, შესაბამისად, დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთება არ შეუძლია. 

მისივე თქმით, საქმე აბსურდულია, კითხვები კი, ზოგ შემთხვევაში, სასაცილო იყო. 

შეგახსენებთ, 18 სექტემბერს სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, საქართველოში იგეგმება ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, სამოქალაქო არეულობა და დესტაბილიზაცია. დანაშაულის დაგეგმვაში კი, მონაწილეობს ორგანიზაცია „კანვასი“. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა