GD Banner
პოლიტიკა

გია ხუხაშვილი: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ შოკოლადშია, ის ქულებს იწერს ოპოზიციურ ელექტორატში

სალომე ზურაბიშვილი ახლა პოლიტიკურ შოკოლადშია, მას იმპიჩმენტს გამოუცხადებენ თუ ვერ გამოუცხადებენ, ყველა შემთხვევაში მოგებულია, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გია ხუხაშვილის განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ განაცხადს გააკეთებს, მას ყველაზე მაღალი რეიტინგი ექნება.

„პოლიტიკურად მოგებულია იმიტომ, რომ ორივე შემთხვევაში ის იწერს პოლიტიკურ ქულებს ოპოზიციურ ელექტორატში.

თუ ვერ გამოუცხადებენ იმპიჩმენტს, მას ეწერება დამსახურებად, თუ ცუდად წავიდა საქმე, მასზე პასუხისმგებლობა არ არის, რადგან ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ სტატუსი მიგვეღო.

იქნება გარკვეულწილად ძალის დემონსტრირება, რომ მან ხელისუფლება დაამარცხა იმპიჩმენტისთვის ბრძოლაში.

თუ იმპიჩმენტი გამოუცხადეს, მას ექნება ერთგვარი უსამართლოდ დაზარალებულის მანტია.

ეს ადამიანი უბრალოდ მთლიანად შეიცვალა ბოლო 2 წლის განმავლობაში.

მისი პრეზიდენტობის პირველი წლები, გამომდინარე მორალური ვალდებულებებიდან ხელისუფალთან, იყო სულ სხვა, მაგრამ როგორც კი მან რუბიკონი გადალახა და გახდა ნამდვილად პრეზიდენტი, მან აჩვენა პოლიტიკური კლასი და დღემდე აჩვენებს.

რაც მთავარია სახელმწიფოს გრძელვადიანი ინტერესებისთვის მუშაობს და არ ეპუება ხელისუფლების ისტერიკას ამასთან დაკავშირებით.

ეს მოსწონთ ადამიანებს და თუ გააკეთებს პოლიტიკურ განაცხადს, მე ვფიქრობ, რომ მას ექნება ყველაზე მაღალი რეიტინგი“, – განაცხადა გია ხუხაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა