GD Banner
განათლება

გოგონას დედა ამბობს, რომ სკოლაში მის შვილს თანატოლები დიდი ხანია ავიწროვებენ

იმე­რეთ­ში, ერთ-ერთი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს თვით­და­ზი­ა­ნე­ბის­კენ უბიძ­გე­ბენ. რო­გორც არას­რულ­წლო­ვა­ნის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი აცხა­დებს, მე­ცხრე კლა­სელ გო­გო­ნა­ზე ძა­ლა­დო­ბა თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბის მხრი­დან სის­ტე­მა­ტი­უ­რად ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და, ბოლო შემ­თხვე­ვის დროს კი, მას ბას­რი საგ­ნით ხე­ლის და­სერ­ვა და მათი მო­თხოვ­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა და­ა­ვა­ლეს.

“რო­გორც კი ზარი და­ი­რე­კე­ბა, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ცერა თი­თი­დან ვე­ნე­ბამ­დე გა­და­ის­ვი. არ იზამ და რო­გორც კი დრო მო­მე­ცე­ბა, და­გი­ნა­ხავ ტუ­ა­ლეტ­ში და უნი­ტაზ­ში ჩა­გახ­რჩობ” – ამ ში­ნა­არ­სის წე­რილს უგ­ზავ­ნიდ­ნენ მოს­წავ­ლე­ე­ბი თა­ნა­ტოლს.

არას­რულ­წლო­ვან­მა მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ ოჯახს აც­ნო­ბა. უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტის შე­სა­ხებ იცო­და სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ, თუმ­ცა სა­მარ­თალ­დაცმვე­ლე­ბი საქ­მე­ში მხო­ლოდ იუ­რის­ტის მი­მარ­თვის ჩა­ერ­თვნენ.

გო­გო­ნას დედა ჰყვე­ბა, რომ ბავ­შვზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ძა­ლა­დო­ბა, მისი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნე­ბის მხრი­დან, ერთი წლის წინ დაიწყო, როდესაც გოგონა ამ სკოლაში გადმოვიდა, თუმცა მძაფრი რეაქცია მაშინ არ ჰქონია, რადგან შვილი ამის შესახებ სახლში საუბარს თავს არიდებდა და ამბობდა, რომ თავად მოაგვარებდა.

“10 დღის წინ ჩემი მე­ო­რე შვი­ლი მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­რი­ა­მი საქ­მის გა­სარ­ჩე­ვად გა­იყ­ვა­ნეს, ჩავ­ჯე­ქი მან­ქა­ნა­ში და მი­ვე­დი სა­დაც იყ­ვნენ. ჩემს შვილს ვუ­თხა­რი ჩამ­ჯდა­რი­ყო მან­ქა­ნა­ში, ის ბავ­შვე­ბიც გამოგვყვნენ და რეპ­ლი­კებს მეს­როდ­ნენ. შემ­დეგ “ინ­სტაგ­რამ­ზე” “ლა­ივ­ში” გა­სუ­ლან და მე და ჩემს შვილს სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მოგ­ვიხ­სე­ნი­ებ­დნენ.

შემ­დეგ მო­ვიდ­ნენ სახ­ლში ჩემ­თან და ერთ-ერ­თმა მა­რი­ამს თა­ვი­სი პი­რა­დუ­ლი გა­ან­დო და უთხრა, რომ თუ ამას ვინ­მეს ეტყო­და, სახ­ლში გა­მოწ­ვავ­და. შე­ე­შინ­და ბავ­შვს და მი­თხრა, მე­მუქ­რე­ბაო. ორ­შა­ბათს მი­ვე­დი სკო­ლის დი­რექ­ცი­ა­ში და ვუ­თხა­რი, რომ ბავ­შვი მყავ­და საფრ­თხის წი­ნა­შე. მი­თხრეს, რომ ბავ­შვე­ბის და­კი­თხვის უფ­ლე­ბა მშობ­ლე­ბის გა­რე­შე არ გვაქ­ვსო. მო­ვი­თხო­ვე, რომ მათი მშობ­ლე­ბიც და­ე­ბა­რე­ბი­ნათ და მი­ვი­დო­დი მეც. მხო­ლოდ ერთ კი­თხვა­ზე მინ­დო­და პა­სუ­ხი – რას ერ­ჩოდ­ნენ. და­მამ­შვი­დეს, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბო­და.

გუ­შინ ბავ­შვი სკო­ლა­ში არ წა­ვი­და. თურ­მე დი­ლით ჩან­თა­ში უნა­ხავს ფურ­ცე­ლი, ის წე­რი­ლი ,რაც ყვე­ლამ ნა­ხეთ. სა­ღა­მოს მე­უბ­ნე­ბა, დედა გა­და­მიყ­ვა­ნე ამ სკო­ლი­და­ნო და მაწ­ვდის ფურ­ცელს. ვხსნი ამ ფურ­ცელს და ვხე­დავ “ბრიტ­ვას” და ტექსტს, რომ შენ თუ ამას და ამას არ გა­ა­კე­თებ, ჩა­გახ­რჩობთ უნი­ტაზ­ში. მა­შინ­ვე დავ­რე­კე იუ­რის­ტთან და ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლია. სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­საც ვე­სა­უბ­რე” – ამ­ბობს გო­გო­ნას დედა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა