GD Banner
პოლიტიკა

ლევან ხაბეიშვილი: კოალიციურ  საქმიანობაში შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე

„საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ცვლილებები საქართველოს ევროპული მომავლისთვის. საქართველოს მოქალაქეს გადაწყვეტილი აქვს ჩამოშორება ხელისუფლების მართვის სადავეებიდან.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი არის სწორედ ის ძალა, ის გუნდი, რომელიც იქნება მთავარი ძალა ბიძინა ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ ცხადია.

შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად, რომ ამ კოალიციას სჭირდება მათ შორის შტაბური, კამპანიური მუშაობა და 2018 წელს გვაქვს ოპოზიციას საუკეთესო გამოცდილება იმის, რომ ერთტურიან არჩევნებში, ვგულისხმობ პირველ ტურში გამარჯვებას, რომელიც მოვიპოვეთ 2018 წელს და 2024-ში ვადიან ან ვადამდელი არჩევნების პირობებში ჩვენ გვექნება მხოლოდ ერთი ტური მხოლოდ არჩევნების, მხოლოდ ერთი დღე არჩევნების და არანაირი ორი ტური აღარ არსებობს.

შესაბამისად, 2018 წელს პოზიტიური გამარჯვების გამოცდილება, შტაბურ-კამპანიურ მუშაობაში აქვს გიორგი ვაშაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელს, ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ დღეიდან კოალიციურ  საქმიანობაში, შტაბური მიმართულებით, ამ კამპანიებს, ამ შტაბს უხელმძღვანელებს გიორგი ვაშაძე.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა