GD Banner
პოლიტიკა

კანადის პარლამენტის სპიკერი უკრაინელ ვეტერანთან დაკავშირებული სკანდალის გამო გადადგა

კანადის პარლამენტის თემთა პალატის ლიდერი ენტონი როტა თანამდებობოდან გადადგა. მანამდე ის პალატის ლიდერებს და მთავრობის წევრებს შეხვდა. როტამ გადადგომის მიზეზად დაასახელა პარლამენტში, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან  შეხვედრაზე, ყოფილი ესესელის მიწვევა და ოვაციების გამართვა.

„ლიბერალური პარტიის დეპუტატი ანტონი როტა თემთა პალატის სპიკერის თანამდებობას ტოვებს პარლამენტში უკრაინელი ვეტერანის მიწვევის გამო, რომელიც ნაცისტების მხარეს იბრძოდა“,-იუწყება ტელეკომპანია CBC.

თავდაპირველად, კანადის პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ მომხდარს რუსული პროვოკაცია უწოდა, თუმცა მოგვიანებით, ენტონი როტასთან შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „საუბარი ძალიან სერიოზული იქნება“.

მანამდე, კანადელმა პოლიტიკოსებმა როტას მოუწოდეს, დაშვებული შეცდომის გამო, თანამდებობა სასწრაფოდ დაეტოვებინა.

ცნობისთვის, გასულ პარასკევს, სპიკერმა პარლამენტში მიიწვია კანადაში მცხოვრები 98 წლის უკრაინელი ვეტერანი იაროსლავ ხუნკა, რომელიც, როგორც შემდგომში გაირკვა, მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტების მხარეს იბრძოდა. ცნობილია, რომ 98 წლის უკრაინელი მსახურობდა დივიზიაში, რომელიც გამოირჩეოდა თავისი სისასტიკით და ჩადენილი აქვს უამრავი სამხედრო დანაშაული. ეს ადამიანი უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმერ ზელენსკისთან შეხვედრაზე იქნა მიწვეული. დეპუტატები მას ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ.

 სკანდალის შემდეგ პოლონეთმა 98 წლის სამხედრო დამნაშავის ექსტრადირება მოითხოვა.

თავად ჯასტინ ტრუდომ სპიკერის გადადგომა არ მოითხოვა, თუმცა მისი საქციელი დაგმო და განაცხადა, რომ „ეს იყო უკიდურესად სამარცხვინო არა მხოლოდ პალატისთვის, არამედ მთლიანად, ქვეყნისთვის“. პრემიერმა აღნიშნა, რომ როტამ პატიება თხოვა და ახლა, ალბათ, „ფიქრობს, როგორ უზრუნველყოს მომავალში პალატის ღირსების შენარჩუნება“

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა