GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია

სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსის თემა გამოიყენება პოლარიზაციის დამატებით გაღვივებისთვის. საკითხი, რომელიც წესით უნდა ყოფილიყო საფუძველი იდეის გარშემო გაერთიანებისთვის, ვხედავთ, რომ გამოიყენება როგორც ერთგვარი შიშველი ინსტრუმენტი პოლარიზაციის შემდგომი გაღვივებისთვის, რაც ძალიან ცუდია – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ხდება ამ თემის ინსტრუმენტალიზაცია იმისთვის, რომ ქვეყანაში გაღვივდეს ე.წ. პოლარიზაცია, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია.

„რომ არ ყოფილიყო ეს თემა თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ დღის წესრიგში, პოლარიზაციის ხარისხი იქნებოდა თვისებრივად უფრო ნაკლები. ეს შეიძლება თამამად ითქვას. მთელი ეს კამპანიები, რაც დაკავშირებულია ხელისუფლების დელეგიტიმაციის მცდელობასთან და ა.შ. მთლიანად აგებულია კანდიდატის თემაზე, რაც ძალიან ცუდია, ანუ, ინსტრუმენტალიზაცია ხდება ამ თემის იმისთვის, რომ ე.წ. პოლარიზაცია გაღვივდეს ჩვენს ქვეყანაში, რასაც სინამდვილეში ეწოდება რადიკალიზაცია. ეს არ არის პოლარიზაცია, პოლარიზაცია მე მგონია, რომ არის მოგონილი ტერმინი, სინამდვილეში, რასაც უწოდებენ პოლარიზაციას, რეალურად არის სწორედ რადიკალიზაცია, რასაც ცდილობს რადიკალური ოპოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა