“პრაიმტაიმისთვის“ ახალი დეტალები ხდება ცნობილი ირაკლი ეძგვერაძის, ნიკა მელიას და ე.წ. “კანონიერი ქურდი“ ნოდარ შუკაკიძის დაპირისპირების შესახებ, რომელიც კრიმინალური გარჩევით დასრულდა.
გამოცემის წყარო ყვება, რომ გლდანში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი გახმაურებული დაპირისპირების მთავარი ფიგურანტი, ირაკლი ეძგვერაძე, მეტსახელათ „ჭყიპინა“ მიხეილ სააკაშვილმა, 2012 წელს, გამოგონილი მიზეზით შეიწყალა, თითქოს პატიმარს განუკურნებელი დაავადება ჰქონდა.
წყაროს თქმით, სწორედ ნაჩუქარი თავისუფლების სანაცვლოდ ვალში მყოფ ეძგვერაძეს კრიმინალურ სამყაროსთან ურთიერთობის დალაგება დაევალა. წყარო ასევე ამბობს, რომ ნიკა მელიამ 2020 წლის არჩევნების დროს, გადაწყვიტა, დახმარება ე.წ. “კანონიერი ქურდის“, ნოდარ შუკაკიძისთვის, იგივე „ნოდო გლდანსკისთვის“ და მისი ძმებისთვის ეთხოვა, თუმცა უარი მიიღო.
კრიმინალმა შუკაკიძეებმა მელიას უთხრეს, რომ ასეთ საკითხებში არ ჩაერეოდნენ. წყაროს მონათხრობით, მელიამ, უარის შემდეგ, შუკაკიძეებს შანტაჟი და მუქარა დაუწყო, რაც გახდა ახალი დაძაბულობის მიზეზი მელია-ეძგვერაძის და შუკაკიძეებს შორის. წყარო, სწორად ამ ამბის გაგრძელებად მიიჩნევენ გლდანში მომხდარ დაპირისპირებას. “პრაიმტაიმი“ ამ ინფორმაციის გადასამოწლებლად ცდილობს საქმის ფიგურანტებს დაუკავშირდეს და მკითხველს მათი პოზიცია, ასევე ახალი დეტალები გააცნოს. ჯერ უცნობია, დაადასტურებს თუ არა ნიკა მელია წინასაარჩევნოდ წყაროს მიერ მოწოდებულ ინფორმაცია, წინასაარჩევნოდ შუკაკიძეებთან კავშირის შესახებ.
prime time