GD Banner
პოლიტიკა

გიგი წერეთელი – შეიძლება პრეზიდენტი თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ ფორმით: „ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“ ან შეიძლება თავისი თამაში აქვს – მისი ჩანაფიქრის გამოცნობა ძნელია

პრეზიდენტი, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ რაღაც როლი ითამაშოს ქვეყანაში, უფრო მკაფიო უნდა იყოს როგორც თავის გადაწყვეტილებებსა და განცხადებებში, ასევე ქმედებებში, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელი აღნიშნავს, რა აქვს პრეზიდენტს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია.

„პრეზიდენტს ახასიათებს კონტრვერსიული და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები და გადაწყვეტილებები და აქ რაღაც მოულოდნელი არაფერი არ არის. რა თამაშს თამაშობს, ვერ გეტყვით. მას რა აქვს ჩაფიქრებული, ამის გამოცნობა ძნელია. ერთი რამ არის, რომ სალომე ზურაბიშვილი პირადად ბიძინა ივანიშვილს ძალიან დამზოგავ რეჟიმში ამყოფებს. მე არ ვიცი მისი დამოკიდებულება რა არის კონკრეტულ ადამიანთან, ამ შემთხვევაში ფარცხალაძესთან, მაგრამ ის, რომ ერთს აცხადებ და მეორეს აკეთებ, შეიძლება ფორმალურად კანონი იძლევა რაღაცის უფლებას, რომ დროის გაწელილ მონაკვეთში იყოს გადაწყვეტილება მიღებული, მაგრამ არაადეკვატური იყო მისი დაპირება და მოლოდინის შექმნა. ამ შემთხვევაში მოხდა ისეთი რამ, რასაც არ ელოდა არავინ. შეიძლება ის თანამშრომლობს „ქართულ ოცნებასთან“ იმ ფორმით, რომ – „მოდით ვანახოთ, რომ დაპირისპირება გვაქვს და სინამდვილეში ერთმანეთს მივეხმაროთ“, ან შეიძლება მას თავისი თამაში აქვს და თავის პოლიტიკურ მომავალზე ფიქრობს“, – განაცხადა წერეთელმა.

გიგი წერეთელი ასევე, პრემიერ-მინისტრის გაეროში გამოსვლასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში ბევრი რამ იყო განსხვავებული, იმ რეალობისგან, რაც ქვეყანაშია.

„მე არ ვიცი, მან „რუსეთი“ ახსენა თუ არა. მან ახსენა მტერი, მაგრამ არ დააკონკრეტა, ეს მტერი ვინ არის, მაგრამ ეს მოსალოდნელიცაა, რადგან ამ მთავრობის პოლიტიკა არის ამგვარი. ისინი არც ამბობენ სხვა რამეს და ამას თვლიან გონიერებად, რომ ჩვენ რუსეთს არ ვაღიზიანებთ და შესაბამისად, ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა და თვლიან, რომ ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა. რა თქმა უნდა, მშვიდობა არის მიღწევა, მაგრამ შენ საგარეო მტერთან არ ხარ ადეკვატური, მაგრამ შიგნით ომს აჩაღებ“, – განაცხადა წერეთელმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა