GD Banner
პოლიტიკა

რომის პაპი – მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები დაკავშირებულია იარაღით ვაჭრობასთან – არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით

რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ ზოგიერთი ქვეყანა თამაშობს უკრაინასთან, რომელსაც ჯერ იარაღს აწვდის და შემდეგ ვალდებულებების შესრულებაზე უარს აცხადებს.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა იმედგაცრუებული, რომ მშვიდობის დამყარების მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, რომის პაპმა უპასუხა, რომ გარკვეულ იმედგაცრუებას გრძნობს.

„მეჩვენება, რომ ამ ომში ინტერესები არ არის მხოლოდ უკრაინა-რუსეთის პრობლემასთან დაკავშირებული, არამედ იარაღის გაყიდვასთან, იარაღის ვაჭრობასთან. არ უნდა ვითამაშოთ ამ ხალხის მოწამეობით. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ პრობლემების მოგვარებაში. ახლა ვხედავ, რომ ზოგიერთი ქვეყანა უკან იხევს და არ სურს უკრაინისთვის იარაღის მიცემა. იწყება პროცესი, რომელშიც მოწამე რა თქმა უნდა, იქნება უკრაინელი ხალხი და ეს მახინჯი რამ არის“, – განაცხადა მან

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,026 ნახვა