GD Banner
პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე რომან გოცირიძეს: რატომ გგონია, რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს?

გოცირიძემ საკუთარ თავს ოდა მიუძღვნა-“ანგელოზი რომანი”, ან ვის აბოლებ, ან რატომ გგონია, რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს? – წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, ოპოზიციონერ დეპუტატ რომან გოცირიძეზე ყველას ერთნაირი წარმოდგენა აქვს, ვინაიდან ხალხს მისი წარსული კარგად ახსოვს.

“გოცირიძემ საკუთარ თავს ოდა მიუძღვნა -“ანგელოზი რომანი” ან ვის აბოლებ, ან რატომ გგონია, რომ ხალხს ისეთი მოკლე მეხსიერება აქვს შენი საგმირო საქმეები არ ახსოვდეს? თუ გინდა ნიძლავი დავდოთ, გავიდეთ ქუჩაში და გამოვკითხოთ ადამიანები – რა გახსენდებათ რომან გოცირიძეზე პირველიო და ათიდან ცხრა კაცი, კუპონს გიპასუხებს… ქალაქში ჯერ კიდევ მაშინ ამბობდნენ შენ ძალიან ახლობელს (ბიძაშვილი, ძმა თუ ნათესავი) ვარკეთილის ბაზრობაში წილი ქონდა და ყოველთვიურად 400 000 დოლარი გაჰქონდათ სებ-ის საცავიდან, რასაც მერე აბრუნებდნენ.

გაუგეს ერთხელ და რომ ვერ მოასწრეს ცეცხლი გააჩინესო. უფროსის მითითებით შეადგინეს აქტი – დაიწვა 96000 $, 14 კაცი დაიჭირეს შენ კი მხოლოდ თანამდებობა დაგატოვებინეს… აი, ასეთი ისტორიები დადიოდა შენზე და ყველას ერთი წარმოდგენა აქვს – თაღლითი გაიძვერა, რომელმაც კარიერა ჯერ კუპონიზაციით აიწყო, მერე მიშამადიდებლობით და ახლა თითლიბაზობით აგრძელებ! სარკეში რომ ჩაიხედავ ფრთხილად იყავი, შარავანდედმა არ დაბზაროს!” – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა