GD Banner
სამართალი

კახა კალაძე – ირაკლი ეძგვერაძე არის კრიმინალი, მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა

ირაკლი ეძგვერაძე არის ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და არ გამოუვიდა, მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„ეს არის მორიგი სიბინძურე ბატონი მელიას მხრიდან, რომელიც იმ „შპანას“ ხელმძღვანელობს, რომელსაც ეძგვერაძე და ძმანი მისნი წარმოადგენენ. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. ნახსენები იყო ჩემი სახელი და გვარი, შემდეგ კოტე ზარნაძეს უკავშირებდნენ ამ ყველაფერს. მინდა, ვთქვა, ასეთი სიტყვიერი დაპირისპირებები საკრებულოში ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მაგრამ ეს ყველაფერი რჩება საკრებულოს კედლებს შიგნით. არასდროს არ ყოფილა შემთხვევა იმისა, რომ ვინმე ვინმეს დაპირისპირებოდა შემდეგ და ეს ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაზრდილიყო. შესაბამისად, ის, რაც მოხდა, ყველაფერი უკავშირდება ბატონ ეძგვერაძეს და მის წარსულს. რაც შეეხება მის წარსულს, არ ვიცი, გაქვთ თუ არა ინფორმაცია, ვინაა ირაკლი ეძგვერაძე და რას წარმოადგენს, როგორი წარსულის მქონეა. ის იყო ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელსაც უნდოდა ქურდობა და შემდეგ არ გამოუვიდა. შემდეგ ქუჩის ბიჭობდა და მელიას დასაყრდენი იყო გლდანში, ახალგაზრდებს სცემდა, აშანტაჟებდა, შეურაცხყოფას აყენებდა, გამოირჩეოდა ისეთი სიბინძურით, რასაც წარმოადგენს მელია. მელია არის იმ ადამიანებს შორის, რომლებიც შეიძლება ჩავთვალოთ ყველაზე ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ადამიანებად. არიან პოლიტიკოსები, რომლებიც რაღაც ზღვარს არ გადადიან და არ გადავლენ, მაგრამ მელია არის იმ პოლიტიკოსებს შორის, რომლებიც ყველაფერს იკადრებენ“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, გლდანში მომხდარ დაპირისპირებასთან კოტე ზარნაძეს და მას კავშირი არ აქვთ.

„არც კოტე ზარნაძეა რაიმე კავშირში ამ დაპირისპირებასთან და არც, რა თქმა უნდა, მე.

ფაქტს რაც შეეხება, ძალიან მძიმეა. როდესაც პოლიციელს შეურაცხყოფას აყენებ, ეს არის უმძიმესი დანაშაული. თუმცა, ვიმეორებ, მელია არის ზონდერი, ყველაზე ბინძური ადამიანი, რომელიც ყველაფრის მკადრებელია და მისგან არაფერი არ უნდა გაგვიკვირდეს, თუმცა მის ამ საქციელს აუცილებლად უნდა მოჰყვეს რეაგირება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა