GD Banner
პოლიტიკა

შოვზე ოპოზიციას შოუების მოწყობის მცდელობა ექნება, ამის საშუალებას არ მივცემთ – მიქანაძე

“ქართული ოცნების” წევრი გივი მიქანაძე ამბობს, რომ საზოგადოებამ კარგად იცის, რომ პირველივე წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი სამსახურები მყისიერად იყვნენ ჩართული შოვის პროცესებში.

მისი თქმით, ოპოზიციას ექნება გარკვეული პერფორმანსების და შოუების მოწყობის მცდელობა ტრაგედიასთან დაკავშირებით, თუმცა მიქანაძე ამბობს, რომ ამის საშუალებას მათ მმართველი გუნდი არ მისცემს.

აქ არის, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული მცდელობა ნაციონალურ მოძრაობის და რადიკალების, რომ როგორმე წარმოაჩინონ ფაქტი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ თითქოსდა ვერ მიიღო დროული და მყისიერი ზომები შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით. სავარაუდოდ, ექნებათ გარკვეული პერფორმანსების და რაღაც შოუების მოწყობის მცდელობა, ამის საშუალებას ახლავე ვამბობ, რომ უმრავლესობა არ მისცემს ოპოზიციას, თუკი რაიმე შეკითხვები აქვთ და ეს შეკითხვები დასმული არის, თუმცა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ პირველივე წუთიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამისი სამსახურები მყისიერად ჩაერთნენ ამ პროცესში”, – ამბობს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გივი მიქანაძე.

შინაგან საქმეთა მინისტრს პარლამენტში ელოდებიან. კითხვებზე საპასუხოდ ძალოვანი უწყების მინისტრი ოპოზიციას ჰყავს დაბარებული. ტრაგედიიდან თვე ნახევრის თავზე, უცნობია რა ეტაპზეა გამოძიება,

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,893,893 ნახვა