GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, უკვე 2 დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს. ეს იმას ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და ქ-ნი პრეზიდენტიც ამ გეგმის ნაწილი იყო

„იმდენად შოკში არიან, რომ პრეზიდენტი ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვაზე არ იღებს გადაწყვეტილებას“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს დოკუმენტს, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვას ითვალისწინებს, მდინარაძის ვარაუდით, როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილისთვის მოულოდნელი იყო იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს.

„რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ზუსტად არ შეიძლება ვიცოდეთ, რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მარტივად შეიძლება ვარაუდი ამასთან დაკავშირებით. პირველი ვარაუდია, რომ ის შეიძლება ელოდება მითითებას და თავად ვერ წყვეტს ამას, როგორც სხვა საკითხებს. მეორე, ასევე, რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერაფრით მიაღწიეს იქამდე, როგორც მათ სურდათ, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ. წარმოუდგენელი და გამაოგნებელია, როდესაც (პრეზიდენტს) ორი, სამი დღის წინ სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს და უკვე ორი დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს. ეს ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და ეს იმას ნიშნავს, რომ ,სამწუხაროდ, ქალბატონი პრეზიდენტიც ამ გეგმის ნაწილი იყო და ამ დაბალი დუღილის ტემპერატურას მაინც ანარჩუნებინებს. ალბათ არ ელოდებოდა, როგორც ჩანს მოულოდნელი იყო მისთვის ეს გადაწყვეტილება და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ დრო გაახანგრძლივოს. ხომ ვერ წარმოიდგენდით, ორი დღის წინ ვინმეს რომ ეთქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაუგზავნის და პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად არ შეუწყვეტსო, ხომ წარმოუდგენელი იყო? თურმე ესეც წარმოსადგენია“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,953 ნახვა